“ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან

პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მეორე ტურის მზადებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრები იკრიბებიან.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, პარტია შტაბის რეჟიმში მუშაობს, რათა მმართველი გუნდი მეტად იყოს მზად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.

„სამუშაო შეხვედრები გრძელდება. პარტია შტაბის რეჟიმში მუშაობს. განიხილება სხვადასხვა საკითხი, რომ რესურსების მეტი მობილიზება და ძალების კონსოლიდირება მოხდეს, რათა უფრო მზად ვიყოთ მეორე ტურისთვის“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები