თინა ხიდაშელი ლანა ღვინჯილიაზე: ეს ქალი მეც მივარდებოდა პერიოდულად და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის, ლანა ღვინჯილიას მიერ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილსთვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ეხმაურება.
შესაბამის შეფასებას ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“რა სამარცხვინოები ხართ. ეს ქალი მეც მივარდებოდა პერიოდულად და უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავდა. არადა ბიბლიოთეკის უფროსია”, – წერს თინა ხიდაშელი.
ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ატოცში, ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები