საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნების მეორე ტურისთვის, აღრიცხვაზე დადგომის ბოლო თარიღი 11 ნოემბერია

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნების მეორე ტურისთვის, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო თარიღად 11 ნოემბერი განისაზღვრა.
“ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა – 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა – და შესაბამისად – არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.
მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით – უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx)
სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების – მათ შორის – საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას”,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები