“მე მჯერა ივანიშვილის” – თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან

“მე მჯერა ივანიშვილის!” – ამ სლოგანით 11 ნოემბერს, 13:00 საათზე “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეები იკრიბებიან.
აქცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაანონსდა.
როგორც ირკვევა, მოქალაქეები “თავისუფლების მოედნიდან” “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახლისკენ დაიწყებენ მსვლელობას.
“ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს!
გელოდებით ყველას, ვისაც არ სურს დაბრუნდეს სააკაშვილის რეჟიმი! ვისაც სჯერა ბიძინა ივანიშვილის და სურს საქართველოს წინსვლა და განვითარება! ვიკრიბებით კვირას, 13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე.
14:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლამდე”, -ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები