თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, კერძოდ, ვაკის რაიონში 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გმირთა მოედნის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქა-ავშნიანის დასახლების და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.
„თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები