მამაკაცის გამო გორში ორი ქალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა-ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა

მამაკაცის გამო გორში ქალებმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “qartli.ge” ავრცელებს.

როგორც სააგენტო, სასამართლო ექსპერტიზაზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

როგორც  დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაში ადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა).

პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა.”

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები