სემეკმა მოქალაქეებს 41 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), 8 ნოემბრის საჯარო სხდომაზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოქალაქეების საჩივრები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებებით, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული კომპანიების მიერ მოქალაქეებზე დარიცხული თანხების უმეტესობა. დღევანდელ საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში 41 180 ლარი შეადგინა.
“სადავო საკითხები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, ზედმეტობით და უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, უსაფუძვლოდ დარიცხული მრიცხველის საფასურს. სხდომაზე განსახილველად საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დარღვევას, მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც“, -აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები