გლდანის რაიონში სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა

გლდანის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, სამ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სკოლის ქ. N12-ის მიმდებარედ, კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელ კიბესთან და მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N32 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სკოლის ქუჩაზე ხუთი მეტრი სიმაღლისა და 49 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში 3,2 მეტრი სიმაღლისა და 26 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება, ხოლო კობერიძის ქუჩიდან გლდანულის ქუჩისკენ ჩასასვლელი კიბის მიმდებარედ, 4,5 გრძივი მეტრი სიმაღლისა და 33 მეტრი სიგრძის კედელი მოეწყობა. არსებული კედლის ნაწილი კი, რკინა-ბეტონის საყრდენებით გამაგრდება”,- აცხადებენ მერიაში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 187 275 ლარია გამოყოფილი. მერიის ცნობით, სამუშაოებს, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები