პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის ჟურნალში 3 სტატიის გამოქვეყნება – ლორთქიფანიძე ჩარკვიანზე (ვიდეო)

„მე არ მინდა საქართველოში მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პუბლიცისტობაზე“,- ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115″-ის წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში განაცხადა.
„მე დიდი ხანი არ ვაპირებდი ამის შესახებ თქმას, მაგრამ პუბლიცისტი იცით ვინ არის? ადამიანი, რომელიც რამდენიმე გამოცემაში აქვეყნებს თავის ტექსტებს, აქვს რამდენიმე რეზონანსული წიგნი გამოცემული, რომელზეც მსჯელობს საზოგადოება. პუბლიცისტია ის ადამიანი, რომლის ნაშრომმაც კვალი დაამჩნია საზოგადოების განვითარებას, რომლის ნაშრომიც იქცა საყოველთაო დისკუსიის და განსჯის საგნად. პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის დაფუძნებულ ჟურნალში 3 სტატიის გამოქვეყნება, რომელსაც არავინ კითხულობს. პუბლიცისტი არ არის მამის და ქმრის ავტორიტეტით საუბარი, დამოძღვრა და ყველა პრინციპებზე უარის თქმა. პუბლიცისტი არ არის ირმა სოხაძეს რომ ადანაშაულებს „გიხაროდენ გიხაროდენ” მღეროდითო, იმავე „გიხაროდენ გიხაროდენ” ტექსტით მამამისი დეპუტატი რომ გახდა, ის არ ახსოვს. პუბლიცისტი არ არის ის ადამიანი, რომელსაც ახსოვს მარტო კარგი თავის თავზე და სხვაზე. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, რომ ბატონი ჯანსუღის ოჯახი არ შედგება მხოლოდ მისი შვილისგან, სხვა წევრებიც ჰყავს და მათ შეეკითხეთ, რას ფიქრობენ”, – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები