თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის, ბარაკონის, აგიაშვილის, გურამ გაბისკირიას და ნატო გაბუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნადირა ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებ: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი