რატი იონათამიშვილი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე გამახვილდა ყურადღება.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, როდესაც ვსაუბრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, თანაბარ შესაძლებლობებზე, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე, აქტიურ თუ პასიურ საარჩევნო უფლებაზე. დიდი ბრიტანეთის, მათ შორის, შოტლანდიის მაგალითი არის ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ეს საჭიროებები იყოს ასახული არა მხოლოდ სამთავრობო დოკუმენტებში, არამედ პარტიული ხაზითაც უფრო მეტად ვიმუშაოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. ჩვენ მომავალშიც გავუცვლით ერთმანეთს მოსაზრებებს, ხედვას და გვექნება აქტიური კომუნიკაცია”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები