კობა დავითაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ბატონო ბიძინა, თქვენი უმთავრესი შეცდომა “legalize” იყო და გაასწორეთ ეს შეცდომა. ხელი აიღეთ ერის მტრობაზე, ერიც და ბერიც მობრუნდება თქვენსკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობა დავითაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდოამრეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უმთავრესი პრობლემაა.
„მარიხუანას კულტივაციის საკითხი მხოლოდ აისბერგს მწვერვალია, მთავარი პრობლემა კვლავ ძალაშია, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსი, რომელიც არ მჯერა რომ ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ იყო მიღებული. დღეს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შუძლიათ ,დაძლიონ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება , მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, მე-12 მუხლი ჩამოაყალიბონ იმგვარი რედაქციით , რომელიც შეუძლებელს გახდის მარიხუანას და ყველა ნარკოტიკის როგორც მოხმარების, ისე შემდგომში რეალიზაციის ლეგალიზებას. იცით, რომ ვაგროვებ 200 000 ხელმოწერას რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდეს, არსებობს მეორე მექანიზმი, ეს არის პარლამენტის 76~წევრის ხელმოწერა. მინდა მივმართო „ოცნებას“, დაიწყონ ეს პროცესი. მინდა, მივმართო სალომე ზურაბიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარღვია ხელისუფლებების შტოებს შორის ბალანსი ნარკოტიკის მოხმარება ვერ გამოცხადდება კონსტიტუციურ უფლებად იმიტომ,რ ომ მსოფლიოში არსად, არცერტ საკონსტიტუციო სასმარტლოს და უზენაეს სასამართლოს ასეთი რმ არ გაუკეთებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნივთირება რომელიც მიჩვევას იწყებს , მისი მოხმარება არ არის თავისუფალი.
მივამართავ სალომე ზურაბისვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც როგორც პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის , რომ გამოავლინოს თავის ნება და რადგანაც პარლამენტის წევრიცაა დაიწყოს 76 ხელმოწერის შეგროვება.
ცვენ ვიხილეტ ვაკხანალია, რომელიც გრძელდება, ეზოებში, სკოლებში, არასრულწლოვნები მასობრივად ეწევიან მარიხუანას და გადაგვარების გზაზე ვართ. ეს ნარკოტიკი მსუბუქი კი არ არის, გენეტიკურ დეგრადაციას იწვევს. გუშინ მოვისმინე რომ რეგულაციების კანონი თურმე 1 აპრილიდან უნდა შევიდეს ძალაში. აპრილამდე უნდა გაგრძლედეს ეს ყველაფერი? აპრილამდე უნდა მივცეთ ვადა, რომ ყველა განარკომანდეს? ეს რა გადაწყვეტიელბაა? „- განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ის საუბრობს გულშემატკვრის და არა კრიტიკოსის პოზიციიდან.
„ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს და მის გამარჯვებას, რათა არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის ჯალათების მობრუნება, რომლებმაც მოაწყვეს 7 ნოემბერი .
ივანიშვილმა ძველ მგავრდიას უხმო, მე როგორც ძველი გვარდიის წარმომადგენელი, მოვუწოდებ ივანიშვილს:
ბატონო ბიძინა თქვენ ხართ იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში , საქართველოს პატრიარქმა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიელბა არის მტრობა ერისა. რა გიშლით ხელს შეცვალოთ კონსტიტუცია და დააზუსტოთ ის მე-12 მუხლი? რათა უზრუნველყოთ, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ მტრობა ერისა არ გადაიქცეს თქვენი მხრიდან მტრობად ერისად. როგორც ძველი გვარდიის ერთერთი რიგირთი ჯარისკაცი მოგმართავთ, თქვენი პრობლემა ისით რა არის? თქვენ, ძველი გვარდია იმიტომ გაუშვით, რომ მათ თავიანთი მოსაზრებები ჰქონდათ. თქვენ შემოკრიბეთ მლიქვნელები. თქვენი უმთავრესი შეცდომა იყო legalize და გაასწორეთ ეს შეცდომა. ხელი აიღეთ ერის მტრობაზე და ერიც და ბერიც მობრუნდება თქვენსკენ“- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები