გიგი უგულავა: ევროპის ხალხთა პარტიაში აღფრთოვანებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების გზით რეალისტური გახდა ხელისუფლების ცვლილება

“აქ სრული ერთსულოვნება და აღფრთოვანებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების გზით, აბსოლუტურად ხელშესახები და რეალისტური გახდა ხელისუფლების ცვლილება”, – ამის შესახებ განაცხადა ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებთან ერთად, ფინეთის დედაქალაქში მიმდინარე “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესს ესწრება.
ოპოზიციის წევრები გუშინ, პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ და მათ “სახალხო პარტიის” წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ვითარებაზე, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი.
„ევროპის ხალხთა პარტიისთვის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. გუშინ პრეზიდენტმა დოლმა სპეციალურად ისაუბრა იმ მემორანდუმზე, რომელიც “ევროპულ საქართველოს” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გვაქვს გაფორმებული მეორე ტურში ურთიერთდახმარების შესახებ, აქ სრული ერთსულოვნება და აღფრთოვანებაა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების გზით, აბსოლუტურად ხელშესახები და რეალისტური გახდა ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები