ნიკოლოზ სამხარაძე – „დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ მოლოდინი მაქვს, შემდეგი ამ პრიზს მარგარიტა სიმონიანი მიიღებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „დოიჩე ველეს“ მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში, თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა.

„დოიჩე ველემ“ თამარ კინწურაშვილისთვის პრიზის მინიჭებით ისეთი ტრაექტორია აიღო, რომ ველოდები, შემდეგი, ვინც ამ პრიზს მიიღებს, მარგარიტა სიმონიანი იქნება. ის ასეთივე პროპაგანდისტია, ოღონდ, სხვა ეროვნების. მათ ამ საქმეში წარმატებას ვისურვებ. ერთი უბედურებაა, თუ არ იციან, ეს ადამიანები ვინ არიან და ასეთი ორგანიზაცია პრიზს ისე აძლევს, მაგრამ მეორე დიდი უბედურებაა, რომ იციან, მაგრამ პრიზს მაინც ანიჭებენ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები