რომან გოცირიძე: მეორე ტურის შემდეგ, კოალიცია შეიკრიბება და გადაწყვეტს, რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, მეორე ტურის შემდეგ, დიდი კოალიცია შეიკრიბება. როგორც მან აღნიშნა, დღეს, 11 პარტიის სურვილია, რომ რიგგარეშე არჩევნები იყოს.
„საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, შეიკრიბება დიდი კოალიცია, ხედავთ, გვემატებიან სხვა პარტიებიც. დიდი კოალიცია გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს, ეს იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა თუ დაიწყება დიდი სამზადისი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა დღეს, ამ 11 პარტიის განაცხადი არის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე იქნება საუბარი. შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია მშვიდად და წყნარად მოიგებს არჩევნებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები