ლევან ბერძენიშვილი: ქართველმა ხალხმა სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, არჩევნების შედეგით, 600 000 ხმით, ქართველმა ხალხმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბერი აპატია. როგორც მან აღნიშნა, ამ აქციის დარბევა “ქართულმა ოცნებამ” ბოლომდე არ გამოიძია, თუმცა მათთვის ყველაფერი ცნობილი იყო.
„ხელისუფლებამ 7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია, თუმცა კარგად იციან, ვინ სად იყო და ვინ აფინანსებდა. მახსოვს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები – ვანოს გადავუხადე, სხვას გადავუხადე. მოკლე მეხსიერება ცუდია. მე, მაგალითად, არ დამავიწყდა ჩემი გამოსვლა, რომ ამას არ აპატიებს სააკაშვილს ქართველი ხალხი. ახლა მივხვდი, რომ არჩევნების შედეგით, 600 000 ხმით, ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ, 7 ნოემბერი აპატია. ხალხმა თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერი არ განმეორდეს. ეს განმეორდება თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი. როცა ვთქვი, რომ არ აპატიებს სააკაშვილს ხალხი, მე შევცდი.
7 ნოემბრის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ როცა მათ მოინანიეს და თქვეს, რომ შეცდნენ, მათ აპატიეს. ხელისუფლება მოვიდა უკვე ექვსი წელია, ვერაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ იმ ცხრა წელზე საუბრობს“, – აცხადებს ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები