საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრი თბილისის დროით 15:14 საათზე​, ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში იმავე ადგილას დაფიქსირდა, სადაც გუშინ, გამთენიისას, 5.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრემ, პირველადი ინფორმაციით, 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები