დოდო გუგეშაშვილი: ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჯერჯერობით წინსვლა არ არის

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობისა და მასზე თავდასხმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჯერჯერობით წინსვლა არ არის.
ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები არიან ჩართული.
„ჯერჯერობით მუშაობენ და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, როგორც ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი, ისე ბატონი ზაზა ალთუნაშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური დასკვნა დაიდება, რამაც შეიძლება, საქმე ოდნავ მაინც წინ წაწიოს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება თავგამოდებით მუშაობს, ჯერჯერობით, წინსვლა არ გვაქვს“, -განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად, დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები