“გვაკისრია ვალდებულება დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის მომავალი”

“ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ბათიაშვილმა, რუსთაველის თეატრთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” წევრები არიან შეკრებილები.
“ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სულ სხვაა, როცა პრეტენზია არსებობს, მობრუნდეს ის სისხლიანი შავ-ბნელი ძალა და რეჟიმი. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, რომ არ დავუშვათ არავითარ შემთხვევაში, საქართველოში ამ შავ-ბნელი ძალის მობრუნება. ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამისათვის კი ნამდვილად ღირს შრომაც, გარჯაც, დარაზმვაც და თუ საჭიროა, თავგანწირვაც კი”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისათვის, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის თეატრთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები