რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

0

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ლენტეხის, ამბროლაურის, ცაგერის და ონის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით, რეკომენდაციები გაუწიეს.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, ფერმერებთან შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრის მოწყობის, დამატებითი კვების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიცირების, მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდებისა და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ფერმერები ასევე, მცენარეთა მავნებელ დაავადებათა ტიპებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და პესტიციდების შერჩევის საკითხებს გაეცნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის – „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, ფერმერებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (სოფლები – შუაფხო, წილკანი, მუხრანი, ციხისძირი და დაბა თიანეთი) 12-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი