ბაია გადაბაძე რომან გოცირიძის განცხადებაზე: ეს ის რიტორიკაა, რომლის წყალობითაც ვერ შევძლებ 7 ნოემბრისა და 25 მაისის დავიწყებას

ტელეკომპანია „მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 7 ნოემბრის დარბევის მიზეზად “აყროლებული, სანაგვედ ქცეული რუსთაველის გამზირი, საკნებში ლოთების და ნარკომანების ყოფნა” დაასახელა. როგორც გადაბაძემ აღნიშნა, ეს ის რიტორიკაა, რომლის წყალობითაც ის ვერ შეძლებს 7 ნოემბრისა და 25 მაისის დავიწყებას.
“აი, ასე აფასებს სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობა” 7 ნოემბერსაც და საკნების აქციასაც. აი, ასე გაიაზრეს და “შეინანეს ყველაფერი” რასაც სჩადიოდნენ. არა ბ-ნ გოცირიძე, ტელევიზიაში იყვნენ გულანთებული ხალხი, რომლებსაც ბენზინის ფული არ ჰქონდათ და ფეხით დადიოდნენ სამსახურში. ვინც უფრო შორს ცხოვრობდა, ღამე რჩებოდა ტელევიზიაში, იმისათვის, რომ ხალხამდე მიეტანა თუ რა ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე და რა საშიში ვნებები ამოძრავებდა მაშინდელ ხელისუფალს. სხვათა შორის, ეს ის “ძველი გვარდიაა” დღეს რომ ძალიან საჭირო გახდა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე ამომრჩევლის სახით. ეს ზუსტად ის რიტორიკაა, რამაც დამაყენა ჩემს გაბრაზებაზე და იმედგაცრუებაზე უფრო მაღლა, ეს ზუსტად ის არის, რაც არ დამავიწყებს 7 ნოემბერს, 25 მაისს და კიდევ უამრავ თარიღს რომელიც თქვენი დამსახურებით, ღრმად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი”,- წერს ბაია გადაბაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აქციის დარბევის მიზეზი იყო “აყროლებული, სანაგვედ ქცეული რუსთაველის გამზირი” და ის, რომ “საკნებში ლოთები და ნარკომანები ისხდნენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები