საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

“წელს, 6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან, შესაბამის პერიოდში, 540 შემთხვევა იყო გამოვლენილი”, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი აქვეყნებს.
კვლევის შედეგად გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შიდსის ცენტრში სულ რეგისტრირებულია 7332 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის, 5486 მამაკაცია, 1846 – ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.
30 სექტემბრის მონაცემებით, მკურნალობას იტარებს 4468 (3949 + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
40.2 % (2950) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
46.2 % (3388) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
11.0 % (804) – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ);
1.4 % (104) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (49) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი – 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.
შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს – 351; 2009 წელს – 385; 2010 წელს – 455, 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631.
2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი, 2013 წელს – 96 პირი, 2012 წელს – 109, 2011 წელს – 116.
2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია 24 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 – ვაჟი, 40 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.
შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.
შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს – 351; 2009 წელს – 385; 2010 წელს – 455, 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631. 2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს – 168, 2015 წელს – 94, 2014 წელს – 84 პირი, 2013 წელს – 96 პირი, 2012 წელს – 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან 90 მამაკაცია 24 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 – ვაჟი, 40 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან. შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები