განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს
“მომავალი წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელიც შეეხება არამარტო პედაგოგების ხელფასების გაზრდას, არამედ დირექტორებსა და სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომლებსა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სიახლეები ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„მომავალი წლიდან, მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელიც შეეხება არამარტო პედაგოგების ხელფასების გაზრდას, არამედ დირექტორებსა და სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომლებსა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს. ამიტომ კონკრეტულად ეს ხელფასების ზრდა ათი ათასობით ადამიანს ეხება, რაც, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, რადგან ყოველწლიურად მოხდება ხელფასების მნიშვნელოვნად ზრდა.
როგორც ჩვენ დავპირდით ამომრჩეველს, 2020-2021 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1500 ლარს. ყოველწლიურად, ეტაპობრივად მივალთ აქამდე და ყოველი პედაგოგი განახლებულ სკოლებთან ერთად, განახლებულ პროგრამებთან ერთად, თავს გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ პირობებში იგრძნობს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში რეფორმების წარმატებით განხორციელებას“, – აღნიშნა ბატიაშვილმა.