„თანამშრომლები, აღსაზრდელები, აღზრდილები, მეგობრები, მთელი საქართველო გვერდით დაუდგა სასახლეს. გადავრჩით“…

„ქალბატონო ნინო, ნუ იქცევი სააკაშვილის და უგულავას ბალერინად“,  – გაზეთებიდან ამ და სხვა სტატიების ამონაჭრებით იხსენებს „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე იმ დღეს, როდესაც 13 წლის წინ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიულ სასწავლებლად გადაკეთება უნდოდათ.
აქვე იგი რეზო ჩხეიძისა და რამაზ ჩხიკვაძის წერილებს აქვეყნებს.
„2005 წ. 30 აგვისტო (I სერია) შვებულებიდან გამოგვიხმეს და სასახლის დირექტორმა,, გია შალამბერიძემ გვამცნო. მოემზადეთ, სასახლე უნდა დაიცალოს, ჩვენს შენობაში ქორეოგრაფიული სასწავლებელი უნდა გადმოვიდესო.
თანამშრომლები, აღსაზრდელები, აღზრდილები, მეგობრები, მთელი საქართველო გვერდით დაუდგა სასახლეს. გადავრჩით.
პირველი და მგონი, ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ დათმეს.
ჩვენს სასახლეს გაუმარჯოს!
(რეზო ჩხეიძისა და რამაზ ჩხიკვაძის წერილები)“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები