2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან „კარვების ქალაქის“ გაშლა დააანონსა.
სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.
ამის შემდეგ 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.