ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ დუნდუა დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მიხეილ დუნდუა დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში დაადასტურეს.

მიხეილ დუნდუა აქამდე შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ეს თანამდებობა ამ დროისთვის ვაკანტურია.

2018 წლის პირველი ივლისიდან 29 აგვისტომდე, მიხეილ დუნდუას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები