ვარკეთილში გაზით ინტოკსიკაციის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ვარკეთილში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
ფაქტს შსს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების,
დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ვარკეთილში გაზით ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
ბავშვის მშობლებიც მოიწამლნენ და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლები ყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა.