ვახო ჭუმბურიძე – დოლარის კურსის ზრდას წლის ბოლოს კიდევ ველოდები
თბილისი: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ლარის კურსზე, სამწუხაროდ, ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ერთ-ერთი ბიუჯეტის თანხების აუთვისებლობაა.
მისივე განმარტებით, დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ჩამორჩენააა ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმებსა და შესრულებას შორის.
“გეგმის მიხედვით ვადებში, რომ ჩავჯდარიყავით ეს თანხა მიმოქცევაში შევიდოდა და ნაწილობრივ, მაგრამ თავის შედეგს მაინც დადებდა. თუ არ მოხდა ქვეყანაში ლარიზაცია და არ მოხდა პროექტების დაფინანსება და მეტი სამუშაო ადგილის გაჩენა, შესაბამისად მუდმივად პრობლემა შეიქმნება კურსთან დაკავშირებით. წლის ბოლოს კიდევ ველოდები კურსის ზრდას, რადგან თქვენ იცით არსებული უცხოური კომპანიები ან წარმომადგენლები იწყებენ ვალუტის მომარაგებას და ანგარიშებზე ვალდებულებების დაფარვას, რაც გამოიწვევს ლარის კურსის მცირეოდენით კიდევ ზრდას. ის, რომ დღეს დოლარს აქვს უპირატესობა ამ ეტაზე ეს გამოწვეულია, როგორც ავღნიშნე უცხოურ კომპანიებისა და წამრომადგენლების ვალუტის რეზერვაციაზე“, – აცხადებს ჭუმბურიძე.