“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება”
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება დაასახელა.
მისი თქმით, აღნიშნული მიზანი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირებაა. ამ პროცესში, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულება, რისი გარანტიც, სწორედ, ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა”, – აცხადებს კახა კალაძე.