დავითაშვილი ბურჭულაძეს: გპირდები, ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი

საქალაქო სასამართლო პაატა ბურჭულაძის სარჩელს განიხილავს, რომელიც კობა დავითაშვილის განცხადებას შეეხება. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. როგორც დღეს სასამართლოში დავითაშვილმა განაცხადა, ის ამ პროცესზე “ნაციონალური მოძრაობის” ბანს საბრალდებო სკამზე “დასვამს”, ხოლო თვითონ ბრალმდებელი იქნება.
„2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ, თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. ჩემს ოჯახზეც აპირებს იმავეს გაკეთებას, რაც სხვებზე გააკეთა. მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს – პაატა ბურჭულაძე, სად იყავი 2 წლის წინ, როდესაც მამხილებელი ფილმების ეს სერია გაკეთდა შენზე.
იქნებ იმიტომ რომ სიმართლე იყო იქ ნათქვამი ყველაფერი. მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოჰაბიტაციისგან „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ჰყოფნის არც უნარი და არც სურვილი ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე, „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები