საქართველოში ღამით ორი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში ღამით, სამი წუთის შუალედით, ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა 01:17- საათზე, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ონის ერთ-ერთ სოფელში, მართგაჯინაში მოხდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე მიწისძვრა კი, საჩხერეში, სოფელ პერევში 01:20-საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.