თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და კავსაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის, ფეიქართა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, დოლიძის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და რაფიელ დანიბეგაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, დოესის და გარეკახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.