საკონდიტროს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა (ფოტოები)

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
“სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე „ლალი კუციას” საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას, წყალმომარაგების არარსებობა და სხვა. ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება”, – აცხადებენ სურასათის ეროვნულ სააგენტოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები