ირაკლი კობახიძე: კოჰაბიტაცია დიდწილად იყო იძულება, ალბათ, აქაც იყო დაშვებული გარკვეული შეცდომები
„კოჰაბიტაცია, დიდწილად იყო, რა თქმა უნდა, იძულება, თუმცა შეიძლებოდა, ალბათ, ამ ყველაფრის გაკეთება განსხვავებული ხარისხით და განსხვავებული ფორმით”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.
„კოჰაბიტაცია დიდწილად იყო, რა თქმა უნდა, იძულება, თუმცა შეიძლებოდა, ალბათ, ამ ყველაფრის გაკეთება განსხვავებული ხარისხით და განსხვავებული ფორმით. აქაც იყო, ალბათ, დაშვებული გარკვეული შეცდომები და ამის გამოსწორებაც არის, რა თქმა უნდა, სამომავლოდ საჭირო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.