“გეგმიური პროცედურები რაც დღეს იყო დაგეგმილი არ ჩატარდება” – კლინიკა “ჰელსიკორი”
კლინიკა “ჰელსიკორი”, სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან და პაციენტების ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ.
ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გეგმური პროცედურები რაც დღეს იყო დაგეგმილი არ ჩატარდება.
კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აქ და მყისიერად გიპასუხებთ”,- წერია კლინიკის ინფორმაციაში.