პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი მათ წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს.
“პაკისტანს აქვს სანდო სადაზვერვო ცნობები, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს, პაჰალგამის ინციდენტთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და გამოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით”,- განაცხადა პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარმა.
მისივე თქმით, პაკისტანი ინდოეთის სამხედრო მოქმედებებს გადამწყვეტ პასუხს გასცემს და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ რეგიონში დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ ინდოეთი იქნება.
ცნობისთვის, ქაშმირის შტატის იმ ნაწილში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, თავდასხმა 22 აპრილს მოხდა. შედეგად, 26 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ რეგიონში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა.