გიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს.
აბდალაძის თქმით, მათთან ერთად ფუქსში პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, მას გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
„სუნი იდგა საშინელი, ჩვენც ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რაღაც პერიოდის შემდეგ, სადაც შევდიოდი ბოდიშს ვუხდიდი, იმიტომ რომ დაბანის საშუალება არ გვქონდა, გვითიშავდნენ წყალს, აბაზანაში არ გვიშვებდნენ, ვყარდით ჩვეულებრივად.
ფუქსში რომ ვიყავით, იატაკზე რომ ვიწექით, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი წინ იყო, ირაკლი აქეთ მხარეს, ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო და იყო ნაცემი, დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
ჩვენ საუბრის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ ერთმანეთთან. შუაში დადიოდა ერთ-ერთი ზედამხედველი, გვაგინებდა თქვენ გიჩვენებთ ახლა სეირს, ხომ არ გგონიათ რამე გიშველითო“,-განაცხადა გიორგი აბდალაძემ.