შალვა პაპუაშვილი – შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს
„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო, „– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებს აკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგნენ წინა ხაზზე და დაიცვან ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან.
„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარი, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლის უნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს. ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.