11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვეს
11 წლის ელენე გიორბელიძე იპოვეს, ამის შესახებ ოჯახის ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბავშვი უსაფრთხო ადგილზეა და მას რამდენიმე წუთში სახლში მიიყვანენ.
არსებული ინფორმაციით მოზარდი სამართალდამცველებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
ბავშვი დღეს დილით სკოლაში წავიდა და სკოლაში არ შესულა. მან წერილი გადასცა ძმას, რომელიც დედისთვის იყო განკუთვნილი.