ქეთა ხარძიანი: “ნაცმოძრაობამ” უამრავი ადამიანი მოკლა და ვინმეს თუ მიშას ბოდიშით გული ულბება მიჰყვეს მას უკან

„ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში კი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, არამედ რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო”
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„ისევ მკვლელების და მწამებლების წინააღდეგ! წარმოუდგენელია მაგრამ რეალობაა! 2012 წელს, მამაჩემი ამობდა “ქართველმა ხალხმა შეუსრულა მიშასო”, სამწუხაროდ 2018 წელსაც შესასრულებელი გვაქვს! #არამიშას! #არაწამებას! #არამკვლელებს!
ვერ ვიცხოვრებ იმ ქვეყანაში, რომელსაც “ნაციონალი” პრეზიდენტი ჰყავს! მათ უამრავი ადამიანი მოკლეს და ვინმეს თუ მიშას ბოდიშით გული ულბება მიჰყვეს მას უკან!!!! #მე #არ#ვპატიობ #მამაჩემის #წამებას #ქონების#ჩამორთმევას #მკვლელობას!
“ოცნებას” რაც შეეხება, ჯერ “ნაცებს” გავისტუმრებთ და მერე თქვენ მოგთხოვთ პასუხს, იმისთვის რაც დღეს ხდება ქვეყანაში! “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში კი არ უნდა იღებდეს მომაწილეობას, რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო და ადამიანების მიმართ დარღვეული უფლებები უნდა აღდგენილიყო! მაგრამ იქამდე “ნაციონალურ მოძრაობა” გვყავს გასაშვები მიშასთან! მე მახსოვს მათი 9 წელი! #არამიშას”,- წერს ქეთა ხარძიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები