სოფიო ქაცარავა ბიძინა ივანიშვილის მიმართვაზე: ეს იყო ძალიან მკაფიო და მომავალზე ორიენტირებული განცხადება

ეს იყო ძალიან მკაფიო, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული განცხადება, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, სოფიო ქაცარავა პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ მიმართვას.
“ეს იყო ძალიან მკაფიო, გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული განცხადება. ვთვლი, რომ განსაკუთრებით ჩემთვის, მნიშვნელოვანი არის ის გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, სამომავლო ხედვა ქვეყნის განვითარების, სადაც აუცილებლად ჩართული იქნებიან ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და კომპეტენტურები და ეს არის ის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და ამას ჩვენ უახლოეს მომავალში დავინახავთ ამ ცვლილებებს და ცხადია, ეს განცხადება სცდება ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ტურს და ეს არის სამომავლო ხედვა ქვეყნის სწორი განვითარების.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, იყო ძალიან გულწრფელი და მომავალზე ორიენტირებული, რაც ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის“, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები