გრიგოლ ვაშაძე არ აღიარებს, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ილია მეორის პოზიცია შეცვალა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ აღიარებს, რომ პატრიარქის პოზიცია შეცვალა.
„არ ვიცი რომელმა მედია საშუალებამ ამოიღო ჩემი კომენტარი მხოლოდ ერთი წინადადებით, მაგრამ უწმინდესი ჩემთვის არის უმნიშვმელოვანესი ადამიანი. მან ბრძანა რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს რადიკალური. ზუსტად ის, რის გაკეთებასაც აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია . შემდეგ პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს კამპანია უნდა იყოს ცივილურ ფორმებში და უნდა გამოირიცხოს შუღლი, ეს იყო და ეს“, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, თავისი შტაბის წევრებთან ერთად,
3 ნოემბერს საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ თქვა:
„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.
ამ განცხადების შემდეგ, იმავე დღეს საპატრიარქო ვაშაძის კომენტარს გაემიჯნა და განცხადება გაავრცელა:
“განცხადება, რომელიც გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, მხოლოდ ვაშაძის პირადი აზრია და პატრიარქის პოზიციასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადეს საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები