მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის ყველაზე მეგობრული გარემოს შექმნა

ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, ბიზნესისთვის ყველაზე მეგობრული გარემოს შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს ბოლო წარმატება არის მაგალითი, რომ რეფორმებზე ორიენტირებული დღის წესრიგი არის წარმატებული.
„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ბიზნესისთვის ყველაზე მეგობრული გარემოს შექმნა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ჩვენი ბოლო წარმატება არის მაგალითი, რომ რეფორმებზე ორიენტირებული ჩვენი დღის წესრიგი არის წარმატებული. ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე ვართ. საქართველო იქნება რეგიონში ლიდერი, ეკონომიკური ზრდის მიხედვით. Heritage Foundation-ის ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ და მეხუთე პოზიციაზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის თანახმად. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, 9,9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით, მსოფლიო ბანკის თანახმად, რითაც ჩვენ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. ამგვარად გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არამხოლოდ ტურიზმისა და ლოჯისტიკისთვის, არამედ, ასევე, ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები