კახა კალაძე: ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად

“ქართული ოცნება” არ აპირების საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა იყო ე.წ კოჰაბიტაცია.
„შეცდომებიდან მე გამოვყავი კოჰაბიტაცია. შეიძლება, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა რას ნიშნავდა ეს ყოველივე”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების კიდევ ერთი შეცდომა იყო, როდესაც არ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას” 2012 წელს გვერდით დაუდგნენ.
„მათი თავგანწირვა არ იყო სათანადოდ დაფასებული, რაც ჩვენი დანაშაულია. ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა ფორმით. შეცდომებია დაშვებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ არ ვაპირებდით ისე მოქცევას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2010 წელს იქცეოდა – ყველას ხაზი გადაუსვა. ისინი ადამიანებს ყოფდნენ ჯგუფებად, „ჩარეცხილებად“, მისიანებად. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდებისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები