„ხალხთან შეხვედრებზე განსახილველი თემაა ის, თუ როგორ გადავტეხოთ კიდევ, ერთხელ და საბოლოოდ ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელსაც რევანში სწყურია“

ხალხთან შეხვედრებზე ერთადერთი განსახილველი თემა არის ის, თუ როგორ გადავტეხოთ კიდევ, ერთხელ და საბოლოოდ ის ძალადობრივი რეჟიმი , რომელსაც ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვება და რევანში სწყურია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხს უსმენს.
„ვიწყებთ ხალხთან მუშაობას ეს არასწორი ნათქვამია , იმიტომ, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს პროცესი, ვაგრძელებთ და რა თქმა უნდა, გავაგრძლებთ ხალხთან ურთიერთობას. ეს პროცესი არ დაწყებული გუშინ და არ იწყება დღეს. ჩვენ გვაქვს ხალთან ძალიან ახლო ურთიერთობა, შეხვედრებზე ერთადერთი განახილველი თემა არის ის, თუ როგორ გადავტეხოთ კიდევ, ერთხელ და საბოლოოდ ის ძალადობრივი რეჟიმი , რომელსაც ქვეყანაში ძალაუფლების მოპოვება და რევანში სწყურია. ერთადერთი სამსჯელო საკითხი და განსახილველი შეხვედრებზე ეს არის, პირველადი ამოცანა -ქართველ საზოგადოებასთან ერთად როგორ არ დავუშვათ ამ ქვეყანაში ძალადობის, სიცრუის, დაშინების , თავისუფლების აღკვეთის, ქონების ჩამორთმევის და სხვა ტიპის ძალადობის დაბრუნება.
ჩვენი შეხვედრები ასევე უკავშირდება იმ პრობლემატიკის ანალიზს , რომელიც გამოიკვეთა პირველი ტურის შედეგებში. შესბამისად, ჩვენ ვაგრძლებეთ მუშაობას, პოლიტიკურ ანალიზს კარგად გვესმის ის სიგნალი, რომელიც საზოგადოებამ მისცა „ქართულ ოცნებას“ , თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ საზოაგდოების ამ გამოძახილს აუცილებლად გავცემთ ადეკვატურ პასუხებს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლება არის ხელისფულება, რომელიც ხალხს უსმენს“- განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები