ვახტანგ შაქარიშვილი: არჩევნების მეორე ტურში ქართული საზოგადოება ბოროტებაზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
ამის შესახებ შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შაქარიშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ქვეყანაში ძალადობას არ დააბრუნებს.
„იყო აგრესიული, უღირსი წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ე.წ. ოპოზიციამ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მხარდაჭრილი კანდიდატი, ამ ყველაფერს უპასუხა მაღალი ღირსებით, ის ხშირად აცხადებდა, რომ არ შევიდოდა ამ ბრძოლაში და არ გადაერთვებოდა იმ თამაშის წესებზე, რომელსაც სთავაზობდა „ნაციონალური მოძრაობა“.
მიუხედავად პროვოკაციების დიდი მცდელობისა და დაძაბულობის ფონის შექმნისა სახელმწიფომ უზურნველყო თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნების პირველი ტურის ჩატარება. ეს დემოკრატიული პროცესია. არაფერი მეორე ტურში არ არის ტრაგიკული. მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება ბოროტებაზე, იმიტომ, რომ რასაც ეს ადამიანები ჩვენ გვთავაზობენ ეს არის წარსულში დაბრუნება , ბოროტება, ადამიანები, რომლებისთვისაც ერთაერთი ამოცანა, მიზანი არის, რომ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ამ ქვეყანაში, ოღონდ დაბრუნდნენ ძალაუფლებაში რევანშის გზით. ეს არის რევანშის მცდელობა ქართულ საზოგადოებაზე , რომელმაც 2012 წელს და კიდევ სხვა ბევრ არჩევნებში 2012 წლიდან მოყოლებული, მათ მკაცრი უარი განუცხადა. ეს არის სწორედ ის მოქმედება, რომელსაც ისინი სხვა კანდიდატს აბრალებდნენ, დააბრალო ადამიანს ღალატი, ეს არ არის ჰაერზე სასროლი სიტყვა და მარტივი ამბავი. როგორც ვნახეთ, ამ ადამიანებისთვის ეს არაფერი არ არის, ეს სიტყვა და არც ეს ქმედება, ზოგადად. მე პირადად სწორედ ღალატად მიმაჩნია ის მოქმედებები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ , მათი კანდიდატი და მათი მოკავშირე ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ეწევიან“- განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გაურბის პრობლემებს და საოზგადოების მოთხოვნებზე რეაგირებს.
„რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ თვალზე ხელები ავიხვიოთ და თვალზე ხელი ავაფაროთ საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ის პოლიტიკური გუნდია, რომელსაც არ სჩვევია, გაექცეს პრობლემებს, აღიარებს ამ პრობლემებს. თქვენ დასვით კითხვა პირველი ტურის ასეთი შედეგები რამ გამოიწვიაო, დიდი წილი შესაძლოა, ეს იყო სიგნალი და გამოძახილი იმ პრობლემებისა , რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში სხვადასხვა მიამრთულებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გაურბის ასეთ პრობლემებს , არის ხელისუფლება , რომელიც რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე. ეს კარგად გამოჩნდა პირველი ტურის დასრულების შემდეგ , როდესაც ყველა სახელისუფლებო რგოლმა ეს იქნებოდა მთავრობა, პარლამენტი თუ ადგილობრივი თვითმართველობა დაიწყო ღიად იმ პრობლემებზე საუბარი , რომელიც ანალიზისს შედეგად გამოიკვეთა და განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ. ეს არ ყოფილა ჩვენთვის სიახლე , ერთადერთი მანიშნებელი არჩევნების პირველი ტურის შედგეგი არ ყოფილა. მუდმივად გაგრძელდება ის რეჟიმი, ხალხთან ურთიერთობის პროცესი , რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო. ეს არის ინტერაქცია , მოსმენა , კომუნიკაცია, ხალხთან ურთიერთობა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ამ საზოგადოებაში იხარშება და მოდის ხელისუფლებამდე. როგორც კი გაჩნდა საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი პროტესტი და მიუღებლობა სამედიცინო მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა, როცა შეჩრდა კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, ამას მოჰყვა კანონპროექტის გაწვევა პარლამენტიდან. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საზოგადოებას ჩვენი ხელისუფლება უსმენს.
ამ ქვეყანაში ადამიანებმა იბრძოლეს, თავისუფლება, ჯანმრთლობა , ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების სიცოცხლე შესწირეს იმას, რომ ჩვენ დღემდე მოვსულიყავით, რომ მოგვეპოვებინა თავისუფლება და გაგვემარჯვებინა ბოროტებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე საზოგადოება იგივე ძალადობას ჩვენს ქვეყანაში არ დააბრუნებს“- განაცხადა შაქარიშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები