გრიგოლ ვაშაძე აპირებს შეიწყალოს, “ხელოვანი ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები”

“გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ განმარტა, ის რაც გუშინ ქუთაისში ამომრჩეველთან განაცხადა, დღეს კიდევ იმეორებს და აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შეიწყალებს ციხეში მყოფ პირებს, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის არის გასამართლებული. „გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მას მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს, რაზეც გუშინაც ვილაპარაკეთ ქუთაისში, შეიწყალოს უპირველეს ყოვლისა, დედები, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ადამიანები, ვისაც რაღაც ზღვრამდე, სამოქალაქო საზოგადოება გვეხმარება ამ ზღვარის დადგენაში, ეკონომიკური დანაშაული. ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ ციხეში არიან, მათ შორის, ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანი, რომლებიც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებულები ან მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. აი, რას ვაპირებთ ჩვენ, რაც შეეხება ამნისტიას და შეწყალებას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები