საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი

5-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია შესაძლებელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.
თბილისში 5, 6 და 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4, +6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები