თინა ხიდაშელი: კატასტროფის მატარებელია, თავისთავად, ის ამბავი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს

კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30-ე წლისთავზე, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30-ე წლისთავზე, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს. კაცი, რომელიც ტიპაჟურად ქრესტომათიული კაგებეშნიკია. მე პირადად საშინელი განცდა მეუფლება”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ხიდაშელი შემდეგნაირად პასუხობს.
“შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, იმის მიხედვით, თუ სადამდე “გაიქაჩება”, ჟარგონით რომ ვთქვათ. სააკაშვილი რასაც უნდა ბჟუტურებდეს, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და მერე გვექნება ქვეყანაში ერთწლიანი დიდი კლოუნადა, სადაც “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად უმტყუნებს ნერვები, აუცილებლად დაიწყებენ მეგაშეცდომების დაშვებას და ვიქნებით იმის გარჩევაში, ვინ მეტად ჩურჩუტია და არა იმაში, როგორ წავიყვანოთ წინ ქვეყანა”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები