გიორგი ოთხმეზური: „ნაცმოძრაობის“ მობრუნება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება (ვიდეო)

„ნაცმოძრაობის“ მობრუნება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოთხმეზურმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მინდა, ყველას უმორჩილესად ვთხოვო, რომ გაიხსენონ არცთუ შორეული წარსული, გაიხსენონ ქუჩაში დახვრეტილი 160 ბიჭი, მოსახლეობის ტერორი, რაც ქვეყანაში წარმოებდა. ის სადიზმი, რასაც ციხეში ატარებდა ე.წ. ნაციონალური ხელისუფლება. ის გაჩუქებული, გასხვისებული ტერიტორიები, რომელიც როგორც საკუთარი სხეულის ნაწილი, ისე ჩამოგვაჭრეს. დაფიქრდით, გაიხსენეთ 7 ნოემბერი, 26 მაისი, გამოიტანეთ დასკვნა, თუ რა შეიძლება მოხდეს და რა შეიძლება მობრუნდეს ქვეყანაში. ნამდვილად არ მეგონა თუ ამ საშიშროების წინაშე დავდგებოდით ისევ. გთხოვთ, დაივიწყოთ პირადი წყენა, გამწარება, ბევრი ძალიან მძიმე დღეშია ისევ, მოდით ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და დავაყენოთ საკითხი – საქართველო უნდა იყოს, თუ არ უნდა იყოს. ასე დგას საკითხი დღეს. „ნაცმოძრაობის“ მობრუნების შემთვევაში ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან გთხოვთ, ამ კატასტროფაში ნუ ჩავაგდებთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ოთხმეზურმა.
ოთხმეზური მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრია.
როგორც მოძრაობის წარმომადგნელები აცხადებენ, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს. ისინი 7 ნოემბერს რუსთაველის თეტრში საერთო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად იკრიბებიან.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები